18 იანვარი 2021,   18:45
ვრცლად
თავდასხმა პოლიციაზე - ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ასლან ვაშაყმაძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პოლიციაზე ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ საჯაროდ მოწოდების შემდეგ, ასლან ვაშაყმაძე სამართალდამცველებს ფიზიკურად თავად გაუსწორდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სოციალურ ქსელში გავრცელებული მუქარის გამო, ის მოწმის სტატუსით პოლიციაში უნდა გამოკითხულიყო, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი პოლიციელებს თავს დაესხა.

შემთხვევა ფოთში მოხდა, სამართალდამცველებმა ვაშაყმაძე ადგილზევე დააკავეს და წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. "გამარჯვებული საქართველოს" წევრის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს, ძალადობისკენ საჯარო მოწოდება და ახლა უკვე - პოლიციელზე თავდსხმა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ასლან ვაშაყმაძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები