20 იანვარი 2021,   21:15
ვრცლად
ნებისმიერ დიქტატორთან ნებისმიერი დიპლომატი ჩნდება უსუსური - თაკო ჩარკვიანი დიპლომატიურ კორპუსზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ნებისმიერი ადამიანი: დიპლომატი, პოლიტიკოსი და ა.შ. დიქტატურასთან უსუსური აღმოჩნდება.

"დიპლომატიური კორპუსი უსუსურია მაშინ, როდესაც სათავეში არის უზურპატორი და დიქტატორი. მე არ ვსაუბრობ გადაყრილ ხმებზე, მე არ ვსაუბრობ პარტიებზე, რომლებმაც არალეგიტიმურად საერთოდ ვერაფერი აიღეს, მე ვსაუბრობ იმაზე, ხელში რაც გვიჭირავს, ეს არის პროკურატურაში შეტანილი ჩვენი საჩივრები. ერთი საჩივარი არ მიიღო საოლქო სასამართლომ, ერთი ნაბიჯი არ გადმოდგა. მას არ შერცხვა დიპლომატიური კორპუსის ასეთი მუშაობის მიუხედავად, რომ რაიმე კომპრომისზე წამოსულიყო, ეს დიქტატურაა, აბა რა ჯანდაბაა. როდესაც ქვეყანაში შენ გიწერს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, რომ ქვეყანაში არის კლანი, მე რა დამრჩენია, ოპოზიციას, რა ვქნა, ვის მივმართო, ვის მიმართოს ხალხმა.

ყველაფერი აღმოჩნდება უსუსური ცოტა ხანში, როცა ჩვენ აღმოვჩნდებით სირიაში, თქვენ მოგაგონდებათ ჩემი სიტყვები. დიახ, სირიის მმართველთან მთელი დიპლომატიური კორპუსი აღმოჩნდა თუ არა უსუსური, მე ვამბობ, რომ ნებისმიერ დიქტატორთან, ნებისმიერი, ნორმალურ ენაზე მოსაუბრე დიპლომატი ჩნდება უსუსური. ნებისმიერი პოლიტიკოსი: ეს თამარ ჩარკვიანი იქნება, გრიგოლ ვაშაძე თუ სხვა, ნებისმიერი აღმოჩნდება უსუსური, თუ ჩვენ ძირშივე არ გავუწიეთ ამ დიქტატურას წინააღმდეგობა,"-განაცხადა მან. 

დღის ამბები