20 იანვარი 2021,   20:54
ვრცლად
აჭარის მთავრობის სახლთან ტატამი გაშალეს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეებს დღეს სხვადასხვა აქტივობა აქვთ დაგეგმილი, მათ შორის, ადმინისტრაციული შენობის წინ მათ ტატამიც გაშალეს. გუშინდელისგან განსხვავებით, დღეს აქციაზე ვითარება დაძაბული არ არის. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

გუშინდელ აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რეზო ხარაზის პროცესი გადაიდო, აქტივისტს, ირაკლი ჩხვირკიას კი პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით 7 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

ხმაური აჭარის მთავრობის სახლთან გუშინ ე.წ. ბუშტების პერფორმანსს მოჰყვა. აქციის მონაწილეებს საპროტესტო წარწერებით ბუშტების შენობის მიმდებარე ბოძებზე დაკიდება და ჰაერში გაშვება სურდათ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

დღის ამბები