20 იანვარი 2021,   21:43
ვრცლად
აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები "ბავშვის განვითარების ინსტიტუტს" გულგრილობაში ადანაშაულებენ

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები "ბავშვის განვითარების ინსტიტუტის" წინააღმდეგ გამოდიან.

მშობლების განმარტებით, ცენტრის მომსახურება ბავშვებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა რეგულაციების გამკაცრების შემდეგ მუშაობა შეწყდა.

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლების თქმით, ეს ერთადერთი ცენტრია, რომელიც ბავშვების მიღებაზე უარს აცხადებს და ყველა ცენტრი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რაც მშობლებისთვის გაუგებარია.

ბავშვის განვითარების ინსტიტუტი მშობლების ბრალდებებს უარყოფს, დაწესებულებაში აცხადებენ, რომ პანდემიის გამო სრულად დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ და სერვისებს ბენეფიციარებს ამ ფორმით აწვდიან.

დღის ამბები