18 იანვარი 2021,   02:49
ვრცლად
სთავაზობს თუ არა ხელისუფლება ოპოზიციას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის 0%-მდე დაწევას - კახა კუჭავა ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს

"ქართული ოცნების" წევრის კახა კუჭავას თქმით, მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდზე კონკრეტული წინადადებების წარდგენას აპირებს, რომლებზეც საუბარი წინა რაუნდებზეც იყო. "დღის კურიერის" წამყვანის კითხვაზე - ამ წინადადებებს შორის არის თუ არა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის 0%-მდე დაწევა, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ დეტალებშ შესვლა არ სურს.

"არ მინდა შევიდე დეტალებში. ეს ის საკითხებია, რომელსაც არ მინდა პირველი გავხდე, ვინც გამოიტანს რაიმე სახის ინფორმაციას. ამიტომ არც დაგიდასტურებთ, არც უარვყოფ, მაგრამ ვიტყვი, რომ ნამდვილად საინტერესო შეთავაზება არის ის, რაც ვთვლით, რომ კარგი იქნება თუ განხორციელდება და მოგვცემს საშუალებას ყველამ ერთად გავაგრძელოთ მუშაობა პარლამენტში," - განაცხადა კახა კუჭავამ.

დღის ამბები