18 იანვარი 2021,   02:17
ვრცლად
დეკემბერსა და იანვარში ტესტირებისადმი ხელმისაწვდომობა მაქსიმალურად გაიზრდება - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მომდევნო ორი თვის განმავლობაში კორონავირუსის ტესტირებებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება. ამირან გამყრელიძის თქმით, მიზანი ინფექციის ადრეულ ეტაპზევე გამოვლენა იქნება. 

"მომავალი ორი თვის განმავლობაში ქვეყანაში, დეკემბერსა და იანვარში, მაქსიმალურად გაიზრდება ხელმისაწვდომობა ტესტირებისადმი, რათა ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ ინფიცირება და ადრეულ ეტაპზე მოვახდინოთ ინფიცირებულ ადამიანთან იზოლირება, რათა მაქსიმალურად პრევენცია გავაკეთოთ ინფექციის შემდგომი გავრცელების, რაც ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯია შემზღუდავ ღონისძიებასთან ერთად ეპიდემიის გავრცელების შეკავების,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დღის ამბები