18 იანვარი 2021,   02:08
ვრცლად
თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა 7 ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენები გამოიტანა

თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა 7 ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენები გამოიტანა - მათ შორის საუბარია 2010 წელს მომხდარ ფაქტზე, როცა პასუხისგებაში მისცეს "საქრუსენერგოს“ გენერალური დირექტორი და მისი ორი მოადგილე.

გამოძიება მათ ედავებოდა ორ მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვას. სასამართლომ ასევე გადასინჯა 13 წლის წინანდელი, შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს, კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით ბუხრაძის საქმეც.

პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილი მაღალჩინოსნის შემთხვვაში ადგილი ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის ე.წ ჩადებას. 

დღის ამბები