18 იანვარი 2021,   02:47
ვრცლად
ბათუმში კოვიდინფიცირებული 31 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ იმშობიარა

აჭარაში კოვიდინფიცირებული 31 წლის ქალი გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი 25 ნოემბერს ბათუმის სამშობიარო სახლში მოათავსეს, მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.

27 ნოემბერს 31 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ის კლინიკა "მედინაში" გადაიყვანეს.კლინიკის მენეჯერი, ჯუმბერ უნგიაძე ამბობს, რომ ახალგაზრდა ქალს სუნთქვის პრობლემა აღენიშნებოდა და ფილტვები სრულად დაზიანებული ჰქონდა. მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა პაციენტი დღეს, 3 დეკემბერს გარდაიცვალა.

ინფიცირებული ქალის გარდაცვალება თრომბოემბოლიამ გამოიწვია.

დღის ამბები