18 იანვარი 2021,   02:26
ვრცლად
სანამ სააკაშვილი არ გაიმარჯვებს ყოველ დღე არჩევნები ატარო, ამის ფუფუნება ქვეყანას არ აქვს - გია ვოლსკი 

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გია ვოლსკის თქმით, მაშინ როცა, საქართველომ გეოგრაფიულ პოლიტიკური ლოკაციის მხრივ საგანგებო მნიშვნელობა შეიძინა და დასავლელი პარტნიორები ქვეყანას განიხილავენ როგორც დასაყრდენ უსაფრთხო სისტემას, პროდასავლურ სტატუსს ამოფარებული ოპოზიცია უპირისპირდება სტაბილურობას. 

"მოლაპარაკებაზე მივდივართ ჩვენ არა როგორც ქართლი ოცნება როგორ ხასიათზეა, ან მისი ლიდერები რას გადაწყვეტენ. აქ არის რეალურად საზოგადოებაზე ლაპარაკი და საზოგადოებაზე და ქვეყანაზე, რომლის გეოგრაფიულ პოლიტიკურმა ლოკაციამ საგანგებო მნიშვნელობა შეიძინა, ვინაიდან რეგიონში პრაქტიკულად ერთადერთია, რომელზეც შეიძლება დაეყრდნოს ის უსაფრთხოების სისტემა, რომელსაც ჩვენი პარტნიორები აყალიბებენ. ამას უპირისპირდება საზოგადოება, რომელიც ჩვენ ოპონენტებად და ვითომ პროდასავლურ გაერთიანებებად არის მოხსენიებული.

ასე, რომ ამის იქით უნდა გავიხედოთ, არსებობს პოლიტიკური პარტიების ჩამონათვალი, მაგრამ ამის უკან არსებობს საზოგადოება, საქართველოს საზოგადოება, რომელიც გინდა ერთის მხარდამჭერი იყოს, გინდა მეორესი, ითხოვს სტაბილურობას და სტაბილურობა იმის ხარჯზე, რომ სანამ სააკაშვილი არ გაიმარჯვებს ყოველ დღე არჩევნები ატარო, ამ ქვეყანას არ აქვს ესეთი ფუფუნება," - განაცხადა გოა ვოლსკიმ.   

დღის ამბები