27 სექტემბერი 2023,   13:41
ვრცლად
ირაკლი ოქრუაშვილმა მამუკა ხაზარაძეს ლექსი მიუძღვნა: თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი... 

უმრავლესობასთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ხელისუფლების ოპონენტთა შორის აზრთა სხვადასხვაობას ირაკლი ოქრუაშვილის ბოლო პოსტიც ადასტურებს. მოძრაობა "ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი "ლელოს" ლიდერ მამუკა ხაზარაძეს მიმართავს და გალექსილ პოსტში მას სიმხდალეში სდებს ბრალს. 

"მამუკა ხაზარაძეს:
თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი,
შორს ისრითა არ დაგხოცნენჩაიხშენით თანა კარნი;
მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი მხარნი!
მეკობრისა ნავისანი სისხლნი ჰნახნეთ მონაღვარნი."
2022 არა, 22%-იანი განაკვეთი ბებიაშენისამ,"- წერს ირაკლი ოქრუაშვილი. 

როგორც ჩანს, ირაკლი ოქრუაშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია "ლელოს" პოზიცია, რომლის შესახებაც ხაზარაძემ გუშინ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით ისაუბრა. მისი განცხადებით, კარგი იქნება, თუ ვადამდელი არჩევნები 2021 წელს ჩატარდება, თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ეს არარეალურია და ვადამდელი არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით 2022 წელს უნდა ჩატარდეს.

 

დღის ამბები