18 იანვარი 2021,   18:26
ვრცლად
მეხუთე რაუნდის გამართვის საკითხი, გარკვეულწილად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - ალეკო ელისაშვილი

მეხუთე რაუნდის გამართვის საკითხი გარკვეულწილად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - ამის შესახებ პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა  "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა. 

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის ერთი ნაწილი და თავის მხრივ სახელისუფლებო გუნდი მოლაპარაკების პროცესის დაზანებას ცდილობს.

"ღმერთმა ქნას, მეხუთე რაუნდი გაიმართოს, საკითხი ახლა ის არის, რომ გაიმართება თუ არა საერთოდ ეს მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი. მეხუთე რაუნდის გამართვის საკითხი, გარკვეულწილად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. დღესასწაულები იყო, ამიტომაც დაპაუზდა, მაგრამ ამავდროულად, ოპოზიციის ერთი ნაწილი ცდილობს დააზიანოს ეს მოლაპარაკების პროცესი, თვითონ "ქართული ოცნება" ცდილობს დააზიანოს ეს პროცესი და გარკვეული კითხვები არის ამასთან დაკავშირებით.

არ გვინდა, რომ მოლაპარაკება ჩაიშალოს. გაცილებით მარტივი იქნება შემდეგ ჩვენი გადადგება და მოტყუება, ვიდრე ელჩების თანდასწრებით რასაც ვერ იზამენ. ჩვენთვის გაცილებით კომფორტია, რომ სხვებიც იყვნენ, გაცილებით კომფორტია, რომ ელჩებიც იყვნენ და მონაწილეობდნენ ამ პროცესში და არაფრით არ გვინდა, რომ ეს ჩაიშალოს.

სხვა გზა თუ არ დაგვრჩა, აქეთ ოპოზიციამ თუ ფეხები აბაკუნა, მხოლოდ რევოლუცია იძახა და მეორეს მხრივ თუ "ქართული ოცნებაც" არ მოვიდა იმ შეხვედრაზე, რაღაცა იქნება შესაცვლელი. არ გვინდა რომ ეს ასე მოხდეს. ძალიან მნიშვნელოვანია მეხუთე რაუნდი, რათა "ქართულ ოცნებას" ამ ქვეყნის პერსპექტივა გამოვგლიჯოთ, რაც არის წესიერი არჩევნები, პატარა ამბავია ეს ოხერი?! - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა "დღის კურიერში" სტუმრობისას.

დღის ამბები