04 მარტი 2021,   09:31
ვრცლად
ყველა საერთაშორისო ექსპერტის დასკვნაა, რომ საჭიროა მოსახლეობის მინიმუმ 70%-ის ვაქცინაცია - გიორგი ფხაკაძე

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60%-ის აცრას გულისხმობს. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ვაქცინაციას 18 წლამდე ასაკის ადამიანები არ გაივლიან.

პროფესორი და გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია საკმარისი არ არის. "დღის კურიერის" ეთერში გიორგი ფხაკაძე განმარტავს, რომ საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის მიხედვით, მინიმალური უნდა იყოს მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაცია.

"მე ვარ დამოუკიდებელი ექსპერტი. ჩემი პოზიციაა 85% და წერტილი.

მეცნიერება გვეუბნება, რომ მინიმალური უნდა იყოს 70%, კარგი არის 85%. ჩვენი გეგმა უნდა იყოს მაქსიმუმის გაკეთება. მე რომ ვიყო სახელმწიფოში, მე ვიტყოდი, რომ მე მინდა 90%-იანი ვაქცინაცია ქვეყნის, მაგრამ რომ შესრულდეს 80%, უკვე კმაყოფილი ვარ.

მსოფლიოში მოსაზრებაა, ყველა საერთაშორისო ექსპერტების დასკვნაა, რომ მინიმუმია 70%, კარგი არის 85%, ეს არის ფაქტი.

ვიცი რამდენიმე აფრიკული ქვეყანა, რომლებიც 50%-ზეც ფიქრობენ, რომ კარგია. ჩვენ აფრიკულ ქვეყნებზე უბრალოდ ცოტა ზევით ავედით, არაუშავს, რაც არის არის, თქვენ თვითონ გააკეთეთ დასკვნა," - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

დღის ამბები