04 მარტი 2021,   10:48
ვრცლად
მინიმუმ 45 წუთი დღეში ბავშვმა უნდა ისეირნოს, ეს წყლის დალევის ტოლფასია - გიორგი ფხაკაძის რეკომენდაციები კორონაპანდემიის ფონზე 

პროფესორი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე მშობლებს რეკომენდაციებით მიმართავს. მისი თქმით, აუცილებელია ბავშვების ყოფნა ჰაერზე დღეში მინიმუმ 45 წუთი, მოზარდებმა დიდი დრო ბუნებაში უნდა გაატარონ.

გიორგი ფხაკაძე მშობლებს ურჩევს, მოარიდონ ბავშვები ინტერნეტთან დიდი ხნით წვდომას. 

"პირველი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, თუ არის ამის შესაძლებლობა, რომ გავიდეთ ბუნებაში. თუ გვაქვს ქალაქგარეთ სახლი, ჯობია გადავიდეთ იქ და არ ვიყოთ ქალაქში. სხვათა შორის, ევროპაშიც არის, რომ ყველა გადის ქალაქგარეთ. იფიქრეთ, რომ 2023 წლამდე ეს გაგრძელდება, ეს არ არის, რომ ერთი თვე მოვითმინოთ და მერე ყველაფერი კარგად იქნება, არ იქნება კარგად და ჯობია მოვემზადოთ, რეალობას შევხედოთ თვალებში.

ბავშვებს რაც შეეხება, რაც შეიძლება მეტად უნდა დახარჯონ კალორიები, ბავშვებმა უნდა ირბინონ, უნდა გავიდეთ გარეთ. პრობლემაა პირბადის ტარება. რა თქმა უნდა, როცა დარბიხართ, პირბადე არ უნდა გამოიყენოთ, სპორტის დროს პირბადე არ უნდა გამოიყენოთ. როცა ადამიანი დარბის, კარგია დისტანცია იყოს 4 მეტრი და არა 2 მეტრი.

მინიმუმ 45 წუთი დღეში ბავშვმა უნდა ისეირნოს. ეს წყლის დალევის ტოლფასია. რაც უფრო მეტია, მით უფრო უკეთესია, რაც უფრო მეტ ხანს იქნება გარეთ, ირბენს, მით უკეთესია.

მე რეკომენდაციას ვუწევ ყველა მშობელს, ამოიღეთ შაქარი. აბსოლუტურად არაფერი შაქრიანი, არც კანფეტი, არც ნამცხვარი. შაქარი არის შხამი და ეს არის გამომწვევი ძალიან ბევრი დაავადების.

ინტერნეტთან დიდი ხანი ჯდომა არის ძალიან ცუდი. უყიდეთ ბავშვებს წიგნები, ძალიან კარგი წამალია,“ - განაცხადა გიორგი ფხაკაძე. 

დღის ამბები