04 მარტი 2021,   09:39
ვრცლად
7 არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართვას ავრცელებს და ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას ითხოვს

7 არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართვას ავრცელებს. ადრესატები ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობის წარმომადგენლები არიან.

წერილის ხელმომწერი ორგანიზაციები ითხოვენ, რომ ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა პირველი თებერვლიდან განახლდეს. 

"ვფიქრობთ, რომ პირველი თებერვლიდან ტრანსპორტის ამუშავება მიზანშეწონილია, ამის შესაძლებლობას ჩვენ ეპიდვითარება გვაძლევს. მაშინ, როდესაც სხვა ტიპის სავაჭრო დაწესებულებისა და რესტორნების გახსნაზეა საუბარი, მიზანშეწონილი იქნება ვისაუბროთ ტრანსპორტის გახსნაზეც. ჩვენს საზოგადოებაში არიან ისეთი ადამიანები, ვისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გადაადგილება," - აცხადებს "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი.

 

 

დღის ამბები