04 მარტი 2021,   07:01
ვრცლად
საქართველოს დამატებითი მაცივრების შეძენა ვაქცინისთვის არ ესაჭიროება - ეკატერინე ტიკარაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ საქართველოში დამატებითი მაცივრების ყიდვის საჭიროება არ არის.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით,  "კოვაქს" პლატფორმიდან ელოდება პასუხს, სადაც იქნება ზუსტი დრო მითითებული, როდის ჩამოვა საქართველოში ვაქცინა.

"საქართველოში არ გვესაჭიროება დამატებითი მაცივრების შეძენა, ვინაიდან ეს მოცულობა სრულად აკმაყოფილებს იმ გეგმაზომიერი ვაქცინაციის ვაქცინების შენახვას, რასაც ვაპირებთ. ასე რომ, ეს გეგმა ჩვენ არ გაგვაჩნია, რადგან საჭიროება არ არის.

ჩვენ გავამზადეთ საპასუხო წერილი, რომელიც ორშაბათს იქნება "კოვაქს" პლატფორმაზე მიღებული და დაველოდებით მათ პასუხს, როდესაც ისინი დაასახელებენ, როგორც ზუსტ რაოდენობას, ასევე მოწოდების ზუსტ თარიღს,"-აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები