06 მარტი 2021,   03:20
ვრცლად
ირაკლი კობახიძე ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია, შემთხვევითი არ არის, რომ მას ასეთი ნდობა გამოეცხადა - გიორგი კახიანი

"ქართული ოცნების" ყრილობაზე მყოფი მმართველი პარტიის ლიდერები ირაკლი კობახიძის პარტიის თავმჯდომარედ დანიშვნას აფასებენ.

"ბატონი ირაკლი კობახიძე ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია. იგი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩართული პარტიის საქმიანობაში. შემთხვევითი არ არის, რომ მას ასეთი ნდობა გამოეცხადა," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი გიორგი კახიანი.

მიხეილ სარჯველაძე კი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის დანიშვნა თავმჯდომარის თანამდებობაზე, კარგი საწინდარია წარმატების გასაგრძელებლად.

"ვფიქრობ ეს კარგი საწინდარია მომავალში წარმატებების გაგრძელებისთვის. მნიშვნელოვანია ძალების კონსოლიდაცია შევძლოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ძალიან ბევრი სწორი გადაწყვეტილება იყოს მიღებული," - აღნიშნავს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო კი აღნიშნავს, რომ ირაკლის კანდიდატურა შეჯერებული იყო მანამდე.

დღის ამბები