06 მარტი 2021,   03:30
ვრცლად
"ძირი არ გამოუთხაროთ პარლამენტის დემოკრატიულ ფუნქციონირებას" - ოპოზიციაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოწოდებაზე აზრი ორად გაიყო

ევროპელი პარტნიორები ოპოზიციას კვლავ მოუწოდებენ, რომ შევიდნენ პარლამენტში.

"ძირი არ გამოუთხაროთ პარლამენტის დემოკრატიულ ფუნქციონირებას," - ეს არის ციტატა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2020 წლის მონიტორინგის ანგარიშიდან, რომლითაც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორები ქართულ ოპოზიციას მიმართავენ.

დოკუმენტში, ასევე, ხაზგასმულია, რომ საარჩევნო გადაცდომის შესახებ ბრალდებები სრულად უნდა იყოს გამოძიებული და დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. როგორია დასავლელი პარტნიორების ამ მოწოდებებზე ოპოზიციის რეაქცია.

ევროპელი პარტნიორების მიმართვის ადრესატებში აზრი ორად იყოფა. ზოგი დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებებს რჩევად იღებს და მის გათვალისწინებას გარკვეული პირობის სანაცვლოდ აპირებს. სხვა ნაწილი კი ასამბლეის მოწოდებაში დიპლომატიურ კონტექსტს ხედავს.

უმრავლესობამ ოპოზიციის მიმართ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლის მონიტორინგის კომიტეტის მიმართვაში მკაცრი ტონი ამოიკითხა.

დღის ამბები