27 თებერვალი 2021,   10:29
ვრცლად
თვითმმართველობის არჩევნების პლებისციტად გამოყენება - არსებობს თუ არა კონსენსუსის მოლოდინი ოპოზიციურ სპექტრში

ოპოზიცია შიდა კონსულტაციების რეჟიმშია. "გირჩი" და "მოქალაქეები", რომლებსაც ამ ეტაპზე საპარლამენტო მანდატებზე უარი ოფიციალურად არ უთქვამთ, "სტრატეგია აღმაშენებელს" შეხვდებიან. უახლოეს დღეებში უნდა გაირკვეს, გაიზიარებს თუ არა გიორგი ვაშაძის ბლოკი ამ ორი ოპოზიციური პარტიის ინიციატივას, რომელიც საარჩევნო სისტემასა და თვითმმართველობის არჩევნებზე გადის. კონსულტაციებამდე "სტრატეგია აღმაშენებელი" კიდევ ერთხელ საუბრობს საკუთარ პოზიციაზე,

"სტრატეგია აღმაშენებელსა" და "ლელოში" კოლეგების ცალკეულ ინიციატივებს არ მიესალმებიან. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პოლიტიკოსები განმარტავენ, რომ ოპოზიცია საერთო მიზნებზე და მოთხოვნებზე უკვე შეთანხმებულია და ინდივიდუალური ტიპის შეხვედრები შედეგის მომტანი ვერ იქნება.

მმართველი ძალა ოპოზიციის შიდა კონსულტაციებს მიესალმება. "ქართული ოცნების" წევრები იმედოვნებენ, რომ ოპოზიციურ ფლანგში დაწყებული ინდივიდუალური მოლაპარაკებები ოპოზიციის გარკვეული ნაწილის პარლამენტში შესვლით დასრულდება.

დღის ამბები