27 თებერვალი 2021,   10:07
ვრცლად
აშშ არეულობების მოლოდინში - პოლიციამ დააკავა 2 პირი, რომლებსაც ინაუგურაციაზე დასასწრები ყალბი დოკუმენტაცია და იარაღი აღმოაჩნდათ

ეროვნული გვარდიის 25 000-ზე მეტი წარმომადგენელი შეერთებული შტატების დედაქალაქში, საგანგებო რეჟიმზე გადასული პოლიცია და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები - ამერიკა 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადება.

ხელისუფლება კვირას მასობრივ აქციებს ელოდება მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა ტრამპის მომხრეთა ულტრამემარჯვენე ჯგუფების მოწოდებები შეიარაღებულ დემონსტრაციებთან დაკავშირებით.

ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებულ ზომებს მიმართეს სხვა შტატებშიც. მერილენდის, ნიუ მეხიკოსა და იუტას გუბერნატორებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

მოვალეობას წარმატებით ასრულებენ ამერიკელი პოლიციელები. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა ვაშინგტონში ორი პირი დააკავეს. მათი ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებულია პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრები ყალბი დოკუმენტაცია, იარაღი და 500-ზე მეტი ვაზნა.

კიდევ ერთი ღონისძიების ეპიცენტრი, უახლოეს დღეებში, შესაძლოა სენატი იყოს. სწორედ ზედა პალატა განიხილავს ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს, მას შემდეგ, რაც კონგრესის გადაწყვეტილებით ამერიკის 45-ე პრეზიდენტი იმპიჩმენტის ადრესატი უკვე მეორედ გახდა. პროცედურულად სხდომა 19 იანვარს უნდა ჩაინიშნოს, თუმცა არ არის გამორიცხული ტრამპის საკითხზე ინაუგურაციის შემდეგ იმსჯელონ.

დღის ამბები