27 თებერვალი 2021,   11:30
ვრცლად
საგამოძიებო მოქმედებები კასპში - მძევლების აყვანის საქმეში დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

რამდენიმე საათში მძევლების საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი უნდა წაუყენონ. 27 წლის მამაკაცი, რომელსაც 6 საათის განმავლობაში საწარმოს ორი თანამშრომელი იარაღის მუქარით ჩაკეტილი ჰყავდა და ავტომანქანით რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლას ითხოვდა, დუმილის უფლებას იყენებს.

ვერსიებზე დაკავებულის ახლობლები და საწარმოს ხელმძღვანელი საუბრობენ. დღის ბოლოს ირკვევა, რომ გავრცელებულ ვერსიას, ბიზნეს წილების გაყოფასთან დაკავშირებით კატეგორიულად უარყოფს ქვის სამტეხლოს მეპატრონე. რომელიც ირწმუნება, რომ საწარმო მისი საკუთრებაა და წილი აქ სხვას, მათ შორის არც დაკავებულს არ ჰქონია. განსხვავებულია ყოფილი სამართალდამცველის ოჯახის ინფორმაცია. დედა, შვილის მიმართ ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობს. ამბობს რომ კუთვნილი თანხების მოთხოვნის შემდეგ მის შვილს გოგიტა ბაქაქური ემუქრებოდა და ამაში ე. წ კანონიერი ქურდებიც მონაწილეობდნენ.

რა გახდა მძევლების აყვანის საფუძველი ოფიციალურად, ჯერჯერობით უცნობია, გიორგი მენაბდიშვილი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს, არ მონაწილეობს საგამოძიებო მოქმედებებში და არც ჩვენებას იძლევა, დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ მან შიმშილობაც გამოაცხადა, უარს ამბობს მედიკამენტების მიღებაზეც, დაკავებული გორის წინასწარი მოთავსების იზოლატორში მისმა ადვოკატმა მოინახულა, რომელიც ამბობს რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

დღის ამბები