08 მარტი 2021,   23:21
ვრცლად
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებული მისი სასამართლო პროცესების დისტანციურად ჩატარების წინააღმდეგია

ლევან ზურაბაშვილი, რომელიც წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და მძევლად ხელში ჩაგდებას ედავებიან, ითხოვს, რომ მის საქმეზე სასამართლო პროცესები დისტანციურად არ ჩატარდეს. ბრალდებული ლევან ზურაბაშვილი სასამართლო პროცესებზე დასწრებას ითხოვს. ამის შესახებ ზურაბაშვილის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, დაკავებული მიიჩნევს, რომ ის ქვეყანაში არსებული იმ პოლიტიკის მსხვერპლია, რომელიც ბანკებისა და სათამაშო ბიზნესის ფუნქციონირებას არეგულირებს.

როგორც ზურაბაშვილის ადვოკატი განმარტავს, ზურაბაშვილი საზოგადოებასთან კომუნიკაციას ითხოვს.

"ის სასამართლო პროცესებზე არ დაჰყავთ, რითაც ირღვევა მისი, როგორც ბრალდებულის უფლებები, როგორც სამართლიანი სასამართლოს პრინციპის უფლება. მას აქვს სათქმელი საზოგადოებისთვის. ლევანის მოთხოვნაა, რომ საზოგადოებამ, მისმა თანამოაზრეებმა უნდა იბრძოლონ იმ სისტემის წინააღმდეგ, რაც ე.წ. მევახშეობას, კაზინოების აკრძალვას და ასევე ფარმაცევტულ კომპანიებს შეეხება," - განაცხადა კობაიძემ.

დღის ამბები