08 მარტი 2021,   23:12
ვრცლად
მთავრობის დადგენილებაში მკაფიოდ არის ჩამოთვლილი პრინციპები, რას აკეთებს რელიგიის სააგენტო - ზაზა ვაშაყმაძე

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კონფესიების ნაწილის მიერ, დღეს გამოთქმულ მოთხოვნას, რომ რელიგიის სააგენტო უნდა გაუქმდეს, სააგენტოს დირექტორი ზაზა ვაშაყმაძე გამოეხმაურა.

"შექმნის დღიდან, 2014 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კონფესიების ნაწილი იმას ამბობს, რომ რელიგიის სააგენტო უნდა გაუქმდეს. თუ კარგად ჩახედავენ მთავრობის დადგენილებას, ნახავენ, რომ მკაფიოდ არის ჩამოთვლილი ის პრინციპები, რასაც ეს სააგენტო აკეთებს და სხვათა შორის, ძალიან ბევრს აკეთებს," - აცხადებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე.



დღის ამბები