08 მარტი 2021,   22:21
ვრცლად
1 თებერვლიდან ზოგიერთი კლინიკა თავის საქმიანობას დაუბრუნდება - თამარ გაბუნია

საქართველოს ჯადაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღისთვის მზად არის. 

"დღეს 7000-მდე მობილიზებული საწოლი რჩება ჩვენს სისტემაში, დიდ გამოწვევას გაუძლო ჯამდაცვის სექტორმა და კარგია, რომ ბოლო პერიოდში გარკვეული ამოსუნთქვის საშუალება აქვთ კლინიკებს. 3000-მდე საწოლი ამ დროისთვის  თავისუფლია და რჩებიან მობილიზებული. ჩვენ 300-მდე საწოლის დემობილიზაციას გავაკეთბთ 1 თებერვლიდან, რადგან იკვეთება სხვა სერვისების მოწოდების საჭიროება და რადგან ამის საშუალება არის, ზოგიერთი კლინიკა დაუბრუნდება თავის საქმიანობას. თუმცა, დიდი ნაწილი დარჩება და მათ დემობილიზაციაზე თამამად ვერ ვისაუბრებთ ჯერ, ვიდრე არ გავივლით გახსნის ეტაპებს. თებერვალი გვაჩვენებს საით მივდივართ და მარტისთვის საწოლების რაოდენობა დაგვჭირდება, მაქსიმალური მობილიზაცია, რომ საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მოხდეს საწოლების დაბრუნება მობილიზაციის რეჟიმში. რესპუბლიკური საავადმყოფო ემზადება იმისთვის, რომ სარეზერვო ფუნქცია იკისროს და თებერვალ-მარტში, თუკი ამის აუცილებლობა არსებობს, ვიყოთ მზად," - განაცხადა "დღის კურიერში" თამარ გაბინიამ.

დღის ამბები