08 მარტი 2021,   23:05
ვრცლად
რა ეფექტი აქვს ჟანგბადით მდიდარი საკვების მიღებას - კოკი იონათამიშვილი იმედოვნებს, რომ ჯანმო კვლევას ჩაატარებს

ორგანიზაცია "საქართველო - 3 ზღვის ინიციატივის"  დამფუძნებელი კოკი იონათამიშვილი "დღის კურიერის" ეთერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო რეკომენდაციებზე საუბრობს.

კოკი იონათამიშვილი იმედოვნებს, რომ ჯანმო ჩაატარებს კვლევას, რომლის მიხედვითაც გაირკვევა, რა გავლენას ახდენს ჟანგბადით მდიდარი საკვები.

"ჯანმოს ბოლო რეკომენდაციაზე რომ ვისაუბროთ, ეს ისედაც ყველამ ვიცით: ცხოვრების ჯანსაღი წესი, თამბაქოს აკრძალვა, ჯანსაღი პროდუქტი და ნაკლები ალკოჰოლი. აქ არის ბევრი მეცნიერული ასპექტი, რაც პირდაპირ აჩვენებს, რომ ამ ყველაფერს შეუძლია დადებითი ეფექტის მოტანა ძალიან მყისიერად. 

ჩვენ დავსვით კითხვა, რა ეფექტს იძლეოდა ჟანგბადით მდიდარი საკვების მიღება, პასუხი გაგვცეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მენეჯმენტისგან, რომ ამას აბსოლუტურად დადებითი ეფექტი ექნება. ჩვენ ვთხოვთ მათ, რომ ჩაატარონ კვლევა, რა სახის დადებითი ეფექტი ექნება ამას, რომ უფრო თვალსაჩინო იყოს საზოგადოებისთვის.

მათ გვითხრეს, რომ 10-დან 9 ადამიანი დაბინძურებულ ჟანგბადს იღებს, რომელსაც დიდი ეფექტი აქვს, მაგრამ ამას სჭირდება რაღაც მოდელის შექმნა, რომელსაც სჭირდება კვლევა, რომელზეც ჩვენ გვინდა მუშაობა და დიდი იმედი მაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ კვლევას ჩაატარებს და ეს იქნება გამოსავალი, იმ ჩაკეტილი სიტუაციის, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით,"-აღნიშნა კოკი იონათამიშვილმა.

დღის ამბები