08 მარტი 2021,   22:38
ვრცლად
ვაქცინაცია არის ჯადოსნური მეთოდი, რომელიც თავიდან აგვაცილებს ამ საშინელ ინფექციას - გიგა გელენიძე

რეანიმატოლოგი გიგა გელენიძის თქმით, ვაქცინა არის ჯადოსნური მეთოდი, რომელიც თავიდან აგვარიდებს კორონავირუსის საშინელ ინფექციას. ამის შესახებ მან "დღის კურიერში" განაცხადა. 

"ვაქცინაცია არის ჯადოსნური მეთოდი, რომელიც თავიდან აგვაცილებს ამ საშინელ ინფექციას. საზოგადოების ერთ ნაწილს აარიდებს რეალურ სასიცოცხლო საფრთხეს, მეორე ნაწილს კი, ააცილებს იმ ცუდ მსხვერპლს, რომელსაც მე ვერ ავცდი.

ცუდი მსხვერპლი ის არის, რომ ჯაჭვში თუ ხარ რგოლი, რომელიც ქვეყანაში ინფექციას ინარჩუნებს, ცუდი როლი შეასრულე. ანუ, შენში არ დასრულდა, ან შენამდე არ დასრულდა ეს ვირუსის კვალი. 

ვაქცინაცია იქნება იმდენად ეფექტური პიროვნულ დონეზე, არამედ ეს არის ოლიმპიადა, პანდემიის ოლიმპიადა, რომლის შეფასებაც მოხდება 2021 წლის ზაფხულში. ერთი წლის თავზე, ყველა ქვეყნის მიღწევას და მარცხს, მე ასე მგონია, რომ მიუხედავად ცუდი ვირაჟებისა, ჩვენ ქვეყანას აქვს დიდი შანსი, რომ პანდემიის დასასრულში გავიდეთ კარგი მონაცემებით. ამისთვის საჭიროა, არამარტო იღბალი, არამედ მოსახლეობის მობილიზება. 

ვაქცინაციას მე პირადად დიდი პატივით მივიღებ, როგორც საჩუქარს,"-აღნიშნა გიგა გელენიძემ.

დღის ამბები