08 მარტი 2021,   21:53
ვრცლად
ციტრუსები, კაკალი, თაფლი, წითელი ღვინო - გიგა გელენიძე მოსახლეობას ანტიოქსიდანტების მიღებას ურჩევს

რეანიმატოლოგი გიგა გელენიძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ საზოგადოება ვირუსის მიმართ გაცილებით ამტანი შეიძლება გავხადოთ, თუნდაც იმ საკვები პროდუქტებისა და ვიტამინების მიღებით, რომლებიც ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი.

რეანიმატოლოგის განმარტებით, ეს შეიძლება იყოს თუნდაც ციტრუსები, თაფლი, ასევე C ვიტამინიც. გიგა გელენიძის თქმით, ამით შეგვიძლია მოსახლეობა უფრო მომზადებული და ძლიერი დავახვედროთ ვირუსს.

"ჩვენ ძალიან ადვილად, თუნდაც კვებითი უზრუნველყოფით, ან კონკრეტული ვიტამინებით უზრუნველყოფით, შეგვიძლია გარკვეული დროის შემდეგ, მივიღოთ გაცილებით უფრო რეზისტენტული  პოპულაცია ინფექციის მიმართ და ეს შეიძლება მოხდეს ელემენტარული ანტიოქსიდანტებით, ძალიან მდიდარია ჩვენი ტრადიციული კულინარია.

დავიწყებ მხოლოდ იმით, რომ სეზონი გვაქვს, ციტრუსები გვაქვს ძალიან ბევრი. ციტრუსები, კაკალი, კაკლის რიგში ჩამდგარი ნივთიერებები, რაც არის თაფლი, ასევე წითელი ღვინო შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ წყაროდ, თუმცა ამას რეკომენდაციას, როგორც ანტიოქსიდანტს ვერ მივცემ, რადგან ძალიან ცოტას მივიღებთ ანტიოქსიდანტს ალკოჰოლის მიღებით.

გავაგრძელებ იმით, რომ C ვიტამინი იქნება, E თუ A ვიტამინი, ასევე მელატონინი, ACC არის ანტიოქსიდანტებით მდიდარი და მათ რიგში, მაგრამ არა ანტიოქსიდანტი. არის D ვიტამინი, რომელიც იგივე ფრონტზე არის, ანუ ისიც იცავს ეპითელს და ენდოთელს. ამით გავძლიერდებით,  ჩვენ შეგვიძლია მოსახლეობა უფრო ყოჩაღი დავახვედროთ ინფექციას," - განაცხადა გიგა გელენიძემ.

დღის ამბები