08 მარტი 2021,   23:22
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მომდევნო ე.წ. სასამართლო პროცესი 25 იანვარს დაიგეგმა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ. 

"ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, დღეს, 18 იანვარს გაიმართა უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი. 

მიმდინარე ე.წ. სასამართლო პროცესზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.
მომდევნო ე.წ. სასამართლო დაგეგმილია 25 იანვარს.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ზაზა გახელაძის უპირობოდ გათავისუფლების მიმართულებით. 

მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია ცხელი ხაზისა და ჩვენს ხელთ არსებული სხვა მექანიზმების გამოყენებით," - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში. 

დღის ამბები