08 მარტი 2021,   22:29
ვრცლად
ყაზბეგსა და სტეფანწმინდაში ჩარჩენილი მოსახლეობის გამოყვანა გრძელდება

ყაზბეგსა და სტეფანწმინდაში ჩარჩენილი მოსახლეობის გამოყვანა გრძელდება. სამაშველო სამსახურმა სამუშაო პროცესი დღესაც განაახლა.

დიდთოვლობის გამო გადაადგილება ავტომობილებით აკრძალულია, შესაბამისად დამსვენებლების და ადგილობრივების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას ხელისუფლება უზრუნველყოფს. 

"გზა არის გადაკეტილი კობი-გუდაურზე. გაწმენდილი არ არის, რაც ზემოდან დავინახე, საბაგიროდან რაც ჩანდა. 4 დღით ვიყავი ჩასული და მეათე დღეა, რაც იქ დარჩენა მომიწია. ადგილზე სიმშვიდეა, კრიზისის იქ არაფერი ეტყობა. ადგილობრივებსაც ველაპარაკე და იმედი აქვთ რამდენიმე დღეში მაინც გაიწმინდება გზა, რომ დისტრიბუციამ მაინც იმუშაოს,"- უთხრა "კურიერს" ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

"გვეგონა, რომ სამანქანო გზა მაინც გაიხსნებოდა, მაგრამ დღეს რომ დავრეკეთ, გვითხრეს ხუთშაბათამდე ვერ გაიხსნებაო და გადავწყვიტეთ, რომ წამოვსულიყავით. გაგვიხსნეს საბაგირო და ვისაც სურვილი ჰქონდა წამოვიდა,"- აღნიშნა "კურიერთან" საუბრისას ერთ-ერთმა მგზავრმა.

დღის ამბები