08 მარტი 2021,   23:25
ვრცლად
ძალიან ვწუხვარ, რომ მსგავს განცხადებებს აქვს ადგილი ელისაშვილის თუ "გირჩის" წარმომადგენლების მხრიდან - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ელისაშვილის და "გირჩის" წარმომადგენლების მხრიდან გავრცელებული განცხადებების გამო წუხს.

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ არასწორად მიაჩნია ოპოზიციის მხრიდან მუდმივი ახალ-ახალი ინიციატივები.

"ძალიან ვწუხვარ, რომ მსგავს განცხადებებს აქვს ადგილი, ელისაშვილის თუ "გირჩის" წარმომადგენლების მხრიდან. არასწორად მიმაჩნია ოპოზიციის მხრიდან მუდმივად ახალ-ახალი ინიციატივების წამოყენება, როდესაც არანაირი სიმპტომი არ არსებობს, რომ "ქართული ოცნება" რაიმე ტიპის კომპრომისზე აპირებს წასვლას,"-აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები