09 მარტი 2021,   10:58
ვრცლად
კრიმინალური დაჯგუფებების დაპირისპირების მსხვერპლი - გარდაცვლილი ვაჟა ტყებუჩავას მამა "კურიერთან" მომხდარის დეტალებზე საუბრობს

კრიმინალური ავტორიტეტი ზაზა გვასალია, რომელიც ფოთში მომხდარი ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით 7 თვე იძებნებოდა, ქარელში, სოფელ საღოლაშენთან ახლოს დააკავეს. "კურიერის" ინფორმაციით, პოლიცია ტყებუჩავას მკვლელობაში ეჭვმიტანილ კიდევ 2 პირს ეძებს.

მას შემდეგ, რაც დაჭრილი და ხელკეტებით ნაცემი ვაჟა ტყებუჩავა ფოთის ნაგავსაყრელთან მომაკვდავი იპოვეს, პოლიციამ 7 თავდამსხმელიდან 4 მალევე დააკავა. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ვაჟა ტყებუჩავა მალევე გარდაიცვალა.

დაპირისპირება ბოლო პერიოდში ე.წ. კანონიერი ქურდების ორი კლანის ინტერესების გადაკვეთას უკავშირდება. 

საქმის დეტალებზე გარდაცვლილის ოჯახის წევრები "კურიერთან" ღიად საუბრობენ. მათი ინფორმაციით, 10-მდე თავდამსხმელი, ე.წ. კანონიერი ქურდის, ჯუმბერ ბაირამიდის, იგივე "ბონჩოს" დავალებით მოქმედებდა.

ჯგუფური მკვლელობის ერთ-ერთ მთავარი ფიგურანტს, რომელიც ქარელში გასულ ღამეს დააკავეს, 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 

დღის ამბები