09 მარტი 2021,   10:23
ვრცლად
თებერვალში იწურება ვადა, ან გაგვიუქმებენ საბოლოოდ მანდატებს, ან უნდა მოხდეს ე.წ. მეხუთე რაუნდი - მამუკა ხაზარაძე

"ლელოს" თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის თქმით, თებერვლამდე ხელისუფლებასთან უნდა მოხდეს, ან პარლამენტის ოპოზიციური დეპუტატების უმეტესი ნაწილის გარეშე განაგრძობს მუშაობას.

ამის შესახებ ხაზარაძემ "ღამის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა.

"თებერვალში იწურება ვადა, ჩვენ ან გაგვიუქმებენ საბოლოოდ მანდატებს, რაზედაც ჩვენ, რაზედაც ძალიან მკაფიოდ დავწერეთ განცხადებები, ან თებერვლამდე უნდა მოხდეს ე.წ. მეხუთე რაუნდი, რომლის ბურთი და სიმძიმის ცენტრი არის "ქართული ოცნების" მხარეს. თუ ეს შეხვედრა არ მოხდება, მაშინ მმართველი პარტია იღებს გადაწყვეტილებას და 51 მანდატს ან უფრო მეტს უუქმებს დეპუტატობის უფლებამოსილებას. ამ შეთხვევაში, შედეგად ვიღებთ საკმაოდ სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს, რაც ჩვენი სურვილი არ არის ნამდვილად.

არაფერი ეს იქნება პრეცენდენტი პირველად საქართველოს ისტორიაში, სადაც სხვადასხვა ტიპის პარტიები აღუდგნენ სიყალბეს და გაყალბებას. ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია. "ქართული ოცნება" საბოლოოდ ჩამოიხსნის ნიღაბს და საბოლოოდ გაკოტრდება," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები