09 მარტი 2021,   10:35
ვრცლად
"მე არასოდეს ვჩერდები იქ, სადაც შეიძლება აღმოვჩნდე ბრმა იარაღი" - თაკო ჩარკვიანი "ძალა ერთობაშიას" დატოვების მიზეზებზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც პოლიტიკური გაერთიანება "ძალა ერთობაშია" დატოვა.

მისი სიტყვებით, მას რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანების შემთხვევაში, უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ შესრულდება ოთხი მთავარი პრინციპი - თავისუფალი პროკურატურა, თავისუფალი სასამართლო სისტემა, თავისუფალი აუდიტი და თავისუფალი საზოგადოებრივი მაუწყებელი.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეს, გრიგოლ ვაშაძეს ჰქონდა ამ ყველაფრისთვის მზაობა, თუმცა, მისივე თქმით, დროთა განმავლობაში, პარტიაში "გარკვეული რყევები" შეინიშნებოდა, რის გამოც მან გაერთიანების დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. 

"ბატონი გრიგოლი რომ მოვიდა ნიკა მელიასთან ერთად, მაშინ იყო გაერთიანება. მაშინ ძალიან მიმძიმდა ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან, მოგეხსენებათ, მანამდე ოპოზიციაში ვიყავი. ამ ყველაფერზე ჩვენ შევთანხმდით. მაშინ ბატონი გრიგოლი ძალიან მონდომებული იყო, სხვათა შორის, ბატონი სააკაშვილიც, პირდაპირ გეტყვით. სადღაც წელიწადნახევრის შემდეგ, რაღაც დინებები შეიცვალა და მე არასოდეს არ ვჩერდები იქ, სადაც შეიძლება აღმოვჩნდე ბრმა იარაღი, გამორიცხულია.

მე რომ ვნახე, რომ რაღაცა რყევები დაიწყო და მე არ მქონდა გარანტიები, რომ ეს გეგმა რა პირობითაც მე გრიგოლ ვაშაძე წარვადგინე, ის შესრულდებოდა, ვერ მივიღე მე ის იმ ადამიანებისგან. იქ სხვა ადამიანებიც იყვნენ.

რომ მდომებოდა, ვიქნებოდი იმ პარტიის სიაში. მაგრამ ჩემი გარკვეული მოსაზრებები მაქვს. ვართ მე და გიორგი ერთად, თუ ჩემი პრინციპები ოდესმე დაირღვევა ამ პუნქტში, მე იმიტომ ვარ კანონი და სამართალი, მაგრამ მე მომწონს, რომ მე და გიორგი ამ საკითხში კონსლიდირებულად მივდივართ,"-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 

დღის ამბები