04 მარტი 2021,   22:38
ვრცლად
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 469 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14, გამოჯანმრთელდა 1 792 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დრომდე დაფიქსირებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 249 934-ს აღწევს.

COVID-19-ისგან ქვეყანაში კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს სულ 2987 ადამიანი ემსხვერპლა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 1792 პაციენტი განიკურნა. ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 236 922-ს აღწევს.

ბოლო 24 საათში საქართველოში სულ 6122 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 2697 კვლევა ანტიგენის ტესტით, ხოლო 3425 PCR ტესტით.

დღის ამბები