04 მარტი 2021,   10:03
ვრცლად
"გირჩი" პარტიებთან კონსულტაციებს "მოქალაქეების" გარეშე გააგრძელებს

"გირჩი" პოლიტიკურ კონსულტაციებს სხვადასხვა პარტიასთან "მოქალაქეების" და ალეკო ელისაშვილის გარეშე გამართავს - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, გირჩი ემიჯნება ალეკო ელისაშვილს იმ ინციდენტის გამო, რომელიც 19 იანვრის "ღამის კურიერის" ეთერში მამუკა ხაზარაძესა და ალეკო ელისაშვილს შორის მოხდა. 

"ჩვენ ბატონ ხაზარაძეს და, ზოგადად, "ლელოს" განვიხილავთ, როგორც ჩვენს პოტენციურ პარტნიორებს. საერთოდ მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება, ყველანაირად ვემიჯნებით ამას და, პირიქით, გვინდა გავაგრძელოთ დისკუსია ჩვენს ყველა იმ კოლეგასთან, ვისაც აქვს სურვილი, რომ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდეს.

მე რთულად წარმომიდგენია, რომ ჩვენ და "მოქალაქეები" ერთად მივიდეთ ბატონ მამუკასთან. მეტიც, ეს მოლაპარაკება ჩვენ დავიწყეთ "მოქალაქეებს" რომ პირველად შევხვდით. თვითონ ის იდეა, რომ ჩვენ და მოქალაქეები, რომლებიც დანარჩენ ოპოზიციასთან მხარე ვხდებით, არ არის სწორი. ჩვენ მართლა გვინდოდა, რომ ყველა გაგვეერთიანებინა, მათ შორის, "მოქალაქეები", თუმცა, გუშინდელი დღის შემდეგ არ მგონია, რომ ეს რეალისტური იყოს,"-განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ 19 იანვრის "ღამის კურიერის" ეთერში "ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

დღის ამბები