06 მარტი 2021,   02:50
ვრცლად
ოპოზიცია არასდროს ყოფილა ერთიანი - კახა კუჭავა

"ქართულ ოცნებაში" ოპოზიციაში დაპირისპირების შესახებ განცხადებები გაკეთდა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას შეფასებით, ოპოზიცია არასდროს ყოფილა ერთიანი. 

"ოპოზიცია, რაც არ უნდა ეჩვენებინათ თავი - ეს იქნებოდა "ფანჩატური", თუ სხვა შეხვედრები, არასდროს არ ყოფილა ერთიანი, იყო კონკრეტული მიზნით შეკრებილი და ძალიან კარგად ჩანს უთანხმოება, მათ შორის, უკვე დღეს, როდესაც მათი აზრები იყოფა.

არ მიკვირს, რომ ზოგიერთი ოპოზიციის წარმომადგენელი არ ეთანხმება სხვების განცხადებებს, როდესაც ისინი ლანძღავენ და ცდილობენ დაამცირონ ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები, ელჩები საქართველოში, ან პირდაპირ უტევენ ამ ქვეყნებს. რა თქმა უნდა, ბევრის უკმაყოფილება იქნება, რადგან მათი თანხმობის გარეშე კეთდება ასეთი განცხადებები,"-აცხადებს კახა კუჭავა.

ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია თავის როლს მხოლოდ დესტრუქციულობაში ხედავს. 

"ერთადერთი, თხოვდა მას, რომ არ გაესაჯაროვებინა მათი დახურული შეხვედრის დროს მიმდინარე საუბრები, საუბრები - ომზე, რევოლუციაზე, დესტრუქციულობაზე და ა.შ რაც, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა იცოდეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ და ჩვენმა ამომრჩეველმა. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს ვინც ჩვენ დღეს ოპოზიციაში გვყავს, არ აქვთ შეგრძნება, თუ რა არის მათი როლი და მისია ქვეყნის განვითარებაში და ისინი ამ როლს ხედავენ მხოლოდ დესტრუქციულობაში, რევოლუციურ თემებზე საუბარში,"-განაცხადა ნინო წილოსანმა. 

შეგახსენებთ, რომ 19 იანვრის "ღამის კურიერის" ეთერში "ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

დღის ამბები