



ვაშინგტონის ეროვნულ კათედრალში 400 ათასი ამერიკელის დაკარგული სიცოცხლის პატივის მიგების მიზნით, ზარი 400-ჯერ დარეკეს.
თითო ზარის ხმა, სიმბოლურად, 1000 დაკარგულ სიცოცხლეს გამოხატავდა. შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების რიცხვმა, კვირის ბოლოს, შესაძლოა, მეორე მსოფლიო ომში ამერიკელი სამხედროების დანაკარგსაც კი გადააჭარბოს.
მსოფლიოში ყოველი 5 გარდაცვლილიდან 1 შეერთებულ შტატებზე მოდის, რაც სხვა ქვეყნების მაჩვენებელს ბევრად აღემატება.
ვაშინგტონის ეროვნულმა კათედრალმა ზარები, დაახლოებით, 1 თვის წინაც, 300 ათასი გარდაცვლილის აღსანიშნად დარეკა.