08 მარტი 2021,   23:23
ვრცლად
მწვავე სინდრომი, რომელიც ბავშვებში კორონავირუსის განკურნებიდან 1-6 კვირის შემდეგ ვლინდება - პაციენტები ჰოსპიტალიზაციას ხშირად საჭიროებენ

ახალი სინდრომი MIS-C საქართველოშიც დაფიქსირდა. კოვიდ 19-ის შემდგომი დაავადება ბავშვებში რამდენიმე ორგანოს დაზიანებით ვლინდება და ძირითად შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს.

მულტისისტემური ანთებითი სინდრომი კორონავირუსის გადატანიდან 1-დან 6 კვირამდე ვლინდება.

თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რომ მკურნალობაში უნდა იყვნენ ჩართულები პედიატრები, ნერვოლოგები და ნეფროლოგები.

"ეს არის მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც ითვლება კორონავირუსის გართულებად - ეს გართულება, შეიძლება, გამოვლინდეს დაავადების მიმდინარეობის მწვავე პერიოდში, მაგრამ შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ვლინდება კორონავირუსის გადატანიდან 2-6 კვირის შემდეგ. მკურნალობაში ჩართული უნდა იყოს არამხოლოდ პედიატრი, არამედ ნერვოლოგი, რადგან ეს აზიანებს ნერვულ სისტემასაც და ნეფროლოგი, რადგან, შეიძლება, დაზიანდეს საშარდე სისტემაც,"-აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

დღის ამბები