08 მარტი 2021,   22:58
ვრცლად
ავტოავარიის შედეგად ინდოეთში 15 პირი დაიღუპა

ავტოავარიის შედეგად ინდოეთში 15 პირი დაიღუპა და 5 დაშავდა. ავტო-საგზაო შემთხვევის დროს ადგილზე 12 ადამიანი, სამი კი - საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოლიციის ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მიმავალი სატვირთო ავტომობილი ტრაქტორს შეეჯახა, რის შედეგად მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის მახლობლად იმ ადგილზე შევარდა, სადაც მიგრანტ მუშებს ეძინათ.

შემთხვევას ინდოეთის პრემიერ მინისტრი გამოეხმაურა და მან მწუხარება გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით. ფედერალურმა ხელისუფლებამ დაშავებულებისა და დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად თანხები გამოყო.

დღის ამბები