08 მარტი 2021,   22:31
ვრცლად
ჩვენ რაიმე ფორმით დავბრუნდებით - დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი, მელანია ტრამპთან ერთად უკვე დატოვა. დონალდ ტრამპმა მანამდე მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ის დაბრუნდება. 

"ყველა მხარდამჭერს მინდა მადლობა გადავუხადო ამ 4 წლის განმავლობაში გაწეული თანადგომისთვის. რაც ჩვენ შევძელით ნამდვილად წარმოუდგენელი იყო. გავაძლიერეთ ეროვნული ინსტიტუტები და შევქმენით ვაქცინა. ჩვენ შევქმენით ამერიკა, ეკონომიკურად ძლიერი ისე, როგორც არასოდეს. ჩვენ რაიმე ფორმით დავბრუნდებით," - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა 150 წლიანი ტრადიცია დაარღვია. ის არ დაესწრება ჯო ბაიდენის ინაუგურაციას, განსხვავებით მისი წინამორბედი პრეზიდენტებისგან.

საათნახევარი დარჩა იქამდე, ვიდრე ბაიდენი ფიცს დადებს პირველ ქალ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად.

ეროვნული გვარდიის 25 ათასი წარმომადგენელი ქვეყნის დედაქალაქში უსაფრთხოებას აკონტროლებს.

დღის ამბები