08 მარტი 2021,   21:44
ვრცლად
ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართლდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა

ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე ხმაური იყო. ადგილზე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კარავი გაშალეს. მათ ჯერ გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრა მოითხოვეს, შემდეგ კი ადმინისტრაციულ შენობაზე საპროტესტო სტიკერების გაკვრა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.

დაპირისპირების დროს აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა და მას ექიმების დახმარება დასჭირდა.

"ჩვენ ვაპირებდით ბანერის გაკვრას ადმინისტრაციულ შენობასთან, უბრალოდ პერფორმანსის სახით, მაგრამ პოლიციამ არ დაგვრთო ნება. ჩვენ ჩვეულებრივად ვაპროტესტებდით, მაგრამ გადავიდნენ აგრესიაზე. არ ვიცი მე რატომ ამითვალწუნეს, ძალით, აგრესიულად ყელსა და გულმკერდის არეში მოჭერით მიმათრევდნენ დასაკავებლად, თუმცა შეუძლოდ გავხდი," - განაცხადა "მოძრაობა საქართველოსთვის" აქტივისტმა კახა კვეკვესკირმა.

სამოქალაქო აქტივისტის ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, სიმბოლურად აწერენ სამოქალაქო კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით დოკუმენტზე ხელს, რომელიც მათი თქმით ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოლებს.

ამ ეტაპზე ადგილზე სიმშვიდეა.

დღის ამბები