04 მარტი 2021,   10:19
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტს იწყებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტს იწყებს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელ პირებთან.

სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.

დაგეგმილია, ასევე,  მაღალი რანგის სხვა შეხვედრებიც.

დღის ამბები