04 მარტი 2021,   10:02
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმე - ადვოკატების ვარაუდით, სასამართლო პროცესზე დღეს მოწმის სახით გურამ ამირხანაშვილი წარსდგება

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული 5 პირის პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გაგრძელდება. დაგეგმილია ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა.

უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ ამ პროცესზე, მოწმის სახით, გურამ ამირხანაშვილი წარსდგება.

ადვოკატები ასევე ელოდებიან იმ ექსპერტების გამოკითხვასაც, რომლებმაც სამედიცინო ექსპერტიზა ჩაატარეს. 

"ექსპერტებს ველოდებით, ეს კომისიური ექსპერტიზა ვინც ჩაატარა და შესაძლოა მოყვანილ იქნას ამირხანაშვილი, იმიტომ, რომ ფაქტიურად, ყველა ეს მონაწილე, რომელიც რაღაც ირიბ ინფორმაციას მაინც ფლობდა, თითქმის ყველა გამოიკითხა. დარჩენილია ამირხანაშვილი. ლუსტრაცია მოხდება, რომ ის არის არაობიექტური მოწმე, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ რელევანტურ ინფორმაციას ვერ მიაწვდის ამ მკვლელობის ბრალდების კონტექსტში,“ - აცხადებს არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.

დღესვე, იმავე საქმის ცალკე ეპიზოდზე,  ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, სხეულის მსუბუქი დაზიანებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 5 პირის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდება. 

დღის ამბები