04 მარტი 2021,   09:41
ვრცლად
სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნის თხოვნით დღეს პრემიერ-მინისტრს 11 ორგანიზაცია მიმართავს

სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნის თხოვნით დღეს პრემიერ-მინისტრს 11 ორგანიზაცია, მათ შორის "დაიცავი მთის კურორტები", წერილობით მიმართავს.

მათი განცხადებით, ჩატარებულია კვალიფიციური კვლევები დამოუკიდებელი ორგანიზაციების მიერ, რომლის მიხედვითაც, კურორტების გახსნა დამსვენებლებისთვის არანაირ საფრთხეს არ შეიცავს.

მათივე განცხადებით, თუ კურორტები პირველი თებერვლიდან არ გაიხსნება, სეზონი ჩავარდება, რაც ფაქტობრივად სფეროს განადგურებას გამოიწვევს.

დღის ამბები