06 მარტი 2021,   03:30
ვრცლად
ოპოზიცია არც მალავს, რომ მათ რიგებში დაპირისპირება არსებობს - გიორგი ვოლსკი

უმრავლესობა ბოლო დროს ოპოზიციაში განვითარებულ მოვლენებს დაპირისპირებად და განხეთქილებად აფასებს. მმართველი გუნდის შეფასებით, ოპონენტების მთავარი მიზანი დესტრუქცია და ქვეყნის კრიზისამდე მიყვანაა.

მიუხედავად ამისა, მათი თქმით, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამომრჩევლის წინაშე თავს ანგარიშვალდებულად თვლიან და დეპუტატობის მანდატზე უარს სავარაუდოდ, არ იტყვიან.

მმართველ გუნდში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ასეთ პიროვნებად ალეკო ელისაშვილს ასახელებენ, რომელიც შესაძლოა უახლოეს მომავალში პარლამენტში ვიხილოთ. დაძაბული პოლიტიკური გარემოს მიუხედავად, უმრავლესობაში კვლავ მეხუთე რაუნდის ჩანიშვნას ელოდებიან.

"ოპოზიცია არც მალავს იმას, რომ დაპირისპირება არსებობს მათ რიგებში, თუმცა კვლავ უნდათ წარმოაჩინონ  თავი ერთიან ორგანიზმად. თუმცა, მათ შორისაც გამოჩნდნენ სუბიექტები, რომლებსაც გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობა აქვთ. ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ხედვების მიმართ ანტიპათიის მიუხედავად, ვფიქრობთ, რომ მას გათავისებული აქვს ის პასუხისმგებლობა, რომელიც საზოგადოებამ გადასცა," - აცხადებს გიორგი ვოლსკი. 

დღის ამბები