04 მარტი 2021,   07:28
ვრცლად
მაია ცქიტიშვილს და ლევან დავითაშვილს დღეს პარლამენტში მოუსმენენ

საპარლამენტო კომიტეტების ფორმატში დღეს ორ მინისტრს ელოდებიან.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე შეხვდებიან.

ასევე გაიმართება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა, სადაც ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს 2020 წელს სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობისა და 2021 წლის სამომავლო გეგმების შესახებ მოუსმენენ.

დღის ამბები