



ზუგდიდში გაშლილ საპროტესტო კარავში სამოქალაქო აქტივისტებმა ღამე გაათენეს. მათ კარავი ქალაქის ცენტრში, სამხარეო ადმინისტრაცის შენობასთან გუშინ გაშალეს.
"მოძრაობა საქართველოსთვის" სხვა სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად აქცია-პერფორმანსებს გეგმავს.
აქტივისტების განცხადებით, გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს აპროტესტებენ და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ.