06 მარტი 2021,   02:22
ვრცლად
ნათია თურნავამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ორგანიზებულ ვებინარზე მონაწილეობა მიიღო 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ორგანიზებულ ვებინარზე მონაწილეობა მიიღო. ვებინარი COVID-19-ის პანდემიის შედეგად გლობალური ენერგეტიკის გამოწვევებსა და სექტორის პოსტპანდემიურ განვითარებას ეხებოდა.

გამოსვლაში ნათია თურნავამ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მთავრობის ანტიკრიზისულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.

"ვებინარზე მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ერთობლივად გვემსჯელა იმ პრობლემებზე და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დადგა გლობალური ენერგეტიკა და მათ შორის საქართველოს ენერგოსექტორი. არც ერთი დღით არ შეგვინელებია და არ შეგვიჩერებია ის ენერგეტიკული პროექტები და მათ შორის მსხვილი პროექტები, რომელიც კერძო ინვესტიციებით ხორციელდება და რომელიც საქართველოში იყო ჯერ კიდევ პანდემიამდე დაწყებული. უფრო მეტიც, 2020 წელს დაიწყო რამდენიმე მცირე ჰიდროელექტროსადგურის პროექტი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ

დღის ამბები