



საფრთხეების იდენტიფიცირება, მათი დამუშავება და ანალიზი - ამ და სხვა გასაიდუმლოებულ საკითხებთან დაკავშირებით დღეს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე იმსჯელებენ.
შეხვედრაზე საქართველოს დაზვერვის სამსახური 2020 წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ მოხსენებით წარდგება. ნდობის ჯგუფის წევრები შესაბამისი სამსახურის მუშაობას დადებითად აფასებენ.