04 მარტი 2021,   11:02
ვრცლად
ეს საერთო გამარჯვებაა! - პრემიერ-მინისტრი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

ეს საერთო გამარჯვებაა! - პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა.

"დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა! დავა - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა! ეს საერთო გამარჯვებაა!" - აცხადებს გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" დღეს განაჩენი საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა.

დღის ამბები