08 მარტი 2021,   23:15
ვრცლად
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში ვიზიტს გეგმავს

ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მუჰამედ ჯავად ზარიფი მოსკოვში, ბაქოში, ერევანსა და თბილისში ვიზიტს გეგმავს.

მისი თქმით, ვიზიტის დროს განხილვის მთავარი თემა მთიანი ყარაბაღის საკითხი და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა იქნება.

"კავკასიასა და რუსეთში გამგზავრებას ვგეგმავ. როგორც წესი, არ ვაანონსებ, მაგრამ ვფიქრობ, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, რუსეთში, სომხეთსა და საქართველოში გამგზავრების თარიღები განსაზღვრულია," - განაცხადა ზარიფმა.




დღის ამბები